ეპილოგი
სისულელეა ჩემი ცხოვრება სისულელეა ჩემი ვალები სისულელეა აქ დამონება თვით სიბრაზეა ჩემი თვალები მე მიხარია სიტყვების ქარგვა აკორდებს დავსვამ და ვითამამებ დღეს სიყვარულით გამათბობს ხარჭა და სიმარტოვე კვლავ ითამადებს რას დამაკლებენ უპირფერო შავი ტურები?! ხორცს თუ გაჰგლეჯენ სისხლოსგან არ დავიცლები სიცოცხლეო ნუ წუხარ არ გემდურები კი არ მოვკვდები უსიყვარულოდ გარდავიცვლები
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი