შავი ლექსი


მე დავამთავრე სიყრმის ფურცლები
გადავახატე ფუნჯი ცხოვრებას,
სულ მეშინოდს რომ შეიცვლები
სულ მეშინოდა სხვისი არ გერქვას.

ასე უეცრად როგორ ვიცვალე
წამში მომხდარა მეტამორფოზა
ვითომ ღმერთისთვის ვერ მოვიცალეე!?
მე თითქოს დიდმა თითქოს გოროზმა,

სახელიც ბევრჯერ გამოვიცვალე,
ვერ მოვიკელი სიამოვნება,
უსიყვარულოდ გარდავიცვალე
აღარც  მიმღერეს იადონებმა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი