რევიცი რევიცი


იცი რა არის როცა შეხვდები
ვისაც უნდა რომ ტანი გაგითბოს
იცი რა არის როცა თანხვდები
სიმარტოვისას სულიც დაგითმოს

მაგრამ გრძნობაა უნიკალური
სხეული სხეულს როცა შეხვდება
და თან კოცნაა ნეიტრალური
რადგან გრძნობები გულში ვერ ხვდება

ისე კარგია როცა შეხვდები
ვინც იცის რა გსურთ ერთმანეთისგან
ისიც კარგია როცა ვერ ხვდები
როდის დასრულდეს  ვნება ხვევნისგან

საერთო ჯამში უნდა ხდებოდეს
ერთი შეხედვით მისი მოცდენა
გარემო კი ვერ ხვდებოდეს
რა ჩაიდინეს ღამით კოცნებმა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი