ხელოვნება ღმერთი


ნატურმორტებით შემოხატული
ვანგოგი იწყებს თავის დაცემას
და გაზაფხული თეოკრატული 
სილაღით იწყებს აღმოცენებას

ნაადრევ ქორწილს დამიშლის მტრედი
სულით რომ არის გამოკვეთილი
ჰანგებით მათბობს ჯუზეპე ვერდი
მაკბეტი, ოტელო,თავმოკვეთილი.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი