მატრიცა


მე ვემსგავსები თავგასულ ყმაწვლის 
რომლსაც უნდა გაგიოს მეტი
როგორ მოპაროს თვალები არწივს
როგორ დაკრძალოს პატივით ნეშთი

მე დავემსგავსე გადაღლილ ზრდასრულს
ძლიერ რომ უნდა მოხუჭოს თვალი
რადგან  ვერ იღებს იმაზე პასუხს
რად გაიმეტა სამონოდ თავი

დავემსგავსები ნაღვლიან მოხუცს
ვისაც სჭირდება კიდევ წამი
უყუროს შვილებს და მათ სიყვარულს
მაგრამ წასვლის არს უკვე ჟამი

რადგან სტრიქონს ვწერ ვიტყვი თამამად
მე არ ვიქნები აქედან ერთი
თავისუფლებას ვიტყვი ქარაგმად
და სიხარულით მიმიღებს ღმერთი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი