ინსომნია


ზამთრის ცივ ღამეს ქარი ქრის ზმუის
თითქოს წყვდიადში ვიღაცა ყმუის
გონება შფოთავს კედლები ტყუის
უნდათ წაიღონ ნაწილი სულის

გათენებამდე დიდია ჟამი
და მზის სხივები ყველაფერს შეცვლის
კიდევ გაუძლო რამდენი წამი
უკვე ეს ხმები ჭკუიდან შემშლის

სიბნელიდან გამოდის ლანდი
გაბადრული აქვს სახე ნაცნობი
მაშინ დამძიმდა ჩემში დარდი
რადგან აურა ქონდა უცნობი

მე შემეშინდა დავხუჭე თვალი
უეცრად თბილმა ჰაერმა გამცრა აღარ მქონია შეგრძნება ავი
რადგან მნათობმა სხივები დამცა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი