ბერნი
რჩება სიბნელე მტოვებს სინათლე რჩება ტყუილი არა სიმართლე და შეპყრობილი ბოროტი სულით წმინდანად უკვე ვერ მოვინათლე როცა ეშმაკი ვერ მწვდება ხელით იგი შემიცვლის სიყვარულს ნეხვით გალაღებულ სულს დასტანჯავს ნელა დაიღუპება უჯრედი ყველა მიწაზე დაცემულს მცველები ღემერთის ჩურჩულით მეტყვიან აქავართ შენთვის რადგან გასრულდა ტკივილი მარად ნათელში შედი თვითონ ამაყად სხეულის ტანჯვა სულის გოდება გზა გამიკვალეს ზაფირონებმა ბნელის წიაღში ვჩერდები ლოცვით მუდმივი ძილისგან ვცოცხლდები კოცნით
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი