საქართვრლო
გაიყიდა ყველაფერი ჩემი სახლი ჩემი მდელო გაინიღბა ყველა ერი ვაჰ ქვეყანა სანატრელო დანგრეულო მაგრამ მტკიცე დარბეულო მაგრამ ლაღო არა სხვებს რაღა მივცე აღარ დამრჩა საბალახო გასწი გუთანო გასჭერი მიწა გაჰკვეთე ხმალო მოსჭერი მკლავი და ჭექამ ქუხილი რომ დაამიწა მაშინ გამოჩნდა წინაპართ კვალი გადაგებული საშოვარს ხალხი დამსგავსებული პირუტყვის სახეს უნდა ჩავკეტოთ სიცრუის არხი თორემ ჩვენითვე დავიგებთ მახეს აი ამიტომ დაგვენგრა სახლი აი ამიტომ დაგვეწვა მდელო აი ამიტომ დაბლაგვდა ხმალი ვაჰ ქვეყანა სანატრელო სიმამაცით გაავებული მარტოობაში განათლებული სიყვარულისთვის გამალებული და მოყვასისთვის თავდადებული ისევ დადგება ჩემი სახლი ისევ იმწვანებს ჩემი მდელო ისევ იელვებს ჩემი ხმალი ისევ აღსდგება საქართველო
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი