მატიანე


ნაიარევ გულს უშველი ვერას
დედის თვალები ვაჟებზე ღელავს 
აქ მტკვარი მშვიდად გვამებს გათელავს
და დიდგორის ველს სისხლი წალეკავს

დაირაზმება ჯარები მტრისკენ 
ხელ აპყრობილნი ვიქნებით ცისკენ
იქ მთის წვეროდან გიორგი გვიცქერს
მოდით ვაჟკაცნო ხმალნი გაგვიცდეს

აგვისტოს თვეში ასე ლამაზად 
დაირება დავით ამაყად
სექტემდრის თვეში დაბერებული
ერეკლე არის დაღდადებული

და დაინთება კოშკებზე ცეცხლი
გადაივსება მტრის ჯარით ველი
იქ ვიწრო ხევში ტაშისკართან 
მოკითხვას შესთვლიან პაატასთან

და მატიანე ურიცხვი ტომით
ეძღვნება სიცოცხლეს მუდმივი ომით
ქართველთა ძალას ამტანი გონით
მუდამ შავებში წინაპროს გლოვით.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი