დასაწყისიდან დასასრულამდე


ო როგორია ნეტავ შეგრძნება
სულს რომ აგღიძრავს და აგიშფოთებს
ო როგორია ნეტავ შემთხვევა
გულს რომ შებოჭავს და დაიმონებს

ო როგორია ნეტავ სიმართლე
და რას ვეძახით ჭეშმარიტებას
სიყვარული ხომ არის სინათლე
რატომ ეძლევა გადავიწყებას

უკვე ნაჩვევი წყვდიადის გრიმებს
მგონი გავუძლებ გაზაფხულამდე
ეს განსაცდელი ქონიათ გმირებს
დასაწყისიდან დასასრულამდე

ხომ ლამაზია დღეს სავსე მთავრე
ასე იქნება აღსასრულამდე
შენთვის ინათებს უკუნი მხარე
დასაწყისიდან დასასრუოამდე

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი