ნანაღველარი


შენს სარკმელთან ვირიჟრაჟებ
შენს კალთასთან დავემხობი
სავსე ფურცლებს ვინიავებ
ამ სტრიქონებს დავეთმობი

ყულფის მწარედ წარმოდგენა 
სიყვარულში ვერ მაცხოვრებს
კიდევ ერთი სიაფანდი
კიდევ ერთხელ ვერ მაცოცხლებს

რას არ იგრძნობს კაცის გული
როცა მარტოს ეგულება
რას არ იგრძნობს კაცის სული 
როცა  სხვებს ვერ ეუბნება

უსაზღვროა მისი სევდა
უძიროა  მწუხარება
ურიცხვია ღამით ვნება
უსისხლოა მქუხარება

სიყრმის ცეცხლი მოგიზგიზე
ნაცარივით ხომ გახდება
სიზმრის ვერცხლში მოლივლივე
სიყვარული ხომ გაქრება

რატომ ეხლა არ იფეთქებს 
ტელეფონით ნაუბარი
იმ წამშივე ხომ გაქრება
სევდა უკვე გარდუვალი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი