უკვდავი ერი


როგორ დავიწყო სათქმელი ჩემი
როგორ გამოვცე ჰანგები უფლის
საქართველეში უკვდავობს ერი
ღვთისმშობელი კი ყოველდღე უვლის.

ბრძოლის ყიჟინას დასჭეკავს კაცი
შეაზანზარებს კლდეებს და ველებს
ერთზე ყოველთვის მორბოდა ასი
თავებს დასჭრიდენ ვითარცა გველებს.

ერთი გახედე მთებია რაგვარი
სულს აგიშფოთებს აგიწიოკებს
კაცს უნდა ჰქონდეს ერზე ამაგი
სხვაგვარად მოკვდება ქვეყანა ხმელეთს.

შეხედე როგორ ღიღინებს გლეხი
ჰარი ჰარალი ჰარლო
სუნთქვას არ იცვლის ჯიუტად ვეფხვი
მისი მაჯისთვის მტერია საბრალო.

ნახეთ რას ჩადის ქალი რა ქალი
როგორ ასწავლის ვაჟკაცებს ჯირითს
რადგან არ დარჩეთ სამშობლოს ვალი
ცხრავეს უცრემლოთ დაკრძალავს დილით.

და მახვილებით გზაგაკაფული
მივა ირაკლი თავის სამჭედლოს
კრწანისის ველზე თავდაკარგული
300 არწივი რომ გამოჭედოს.

იქ გაიხარებს ვაზის კვირტები
სისხლით რომ არის გადაჟღენთილი
აღმოცენდება სტალაგმიტები
შენიახება სითხე  კვეთილი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი