ადამიანი თუ ურჩხული


თავი I
  .... ზარი დაირეკა. მასწავლებელმა ურჩხულ ბავშვებს უხმო.
-ახლა გადავამოწმებ, ხომ ყველა აქ ხართ? ვამპირი?
-ვარ
-მაქცია!
-ვარ
-სირინოზი?
-არ არის, მედუზების ქორწილში წავიდა
-მაგან ოღონდ იგრიალოს!-გაბრაზდა მასწავლებელი
-ბავშვებო,ვიცი,რომ განსხვავებულები ხართ,ბევრი ვერ გიგებთ,ზოგს სძულხართ, თუმცა ამ ცხოვრებას უნდა შეეგუოთ,ამისთვის, ახალი მოსწავლე-ადამიანი შეგვემატება
  ...ფრუტუნი გაისმა.ბავშვ-ურჩხულებს მართლა არ უნდოდათ ადამიანის დანახვა,იყო პერიოდი,როდესაც თვითონ იყვნენ ადამიანები,თვითონ უწოვდათ ცხოვრება რთულ პირობებში,არ მოსწონდათ ადამიანური ცხოვრება, ამიტომაც,მიმართეს მაგიას,რათა ყოფილიყვნენ ურჩხულები.მხოლოდ ასე გრძნობდნენ თავისუფლებას. წარმოიდგინეთ, 9-10 წლის ბავშვები გრძნობდნენ ამას და სამყარო რა დღეში იქნებოდა!?
ახლა კი,მოთხრობას დავუბრუნდეთ...
  როგორც კი ახალმა მოსწავლე ელენამ კარის ზღურბლს გადმოაბიჯა, ურჩხულებმა კბილები გააკრაჭუნეს. ეზიზღებოდათ მათი მასწავლებელი,იმიტომ,რომ გაბედა და ბავშვებს ის ტკივილი გაახსენა ადამიანებმა რომ მიაყენეს.
  ალბათ იფიქრებთ, რამ შეაზიზღათ ბავშვებს ადამიანები ასე ძალიან?! რამ და-ძალადობამ,ბულინგმა, იმან რომ დიდი პატარას ერევა, სუსტი იჩაგრება, პროტესტს ვერ გამოთქვამს, ეშინია...
  ურჩხული ბავშვებიც იჩაგრებოდნენ,ვეღარ აიტანეს,ცხრა მთა და ცხრა ზღვა გადალახეს და...
განთავისუფლდნენ...
ახლა კი, ელენას მოშორების მეტი არაფერი უნდოდათ
                                          თავი II
   გავიდა ერთი დღე,ორი. ორივე მხარე, ურჩხულებიც და ადამიანიც, ნელ-ნელა ხვდებოდნენ, რომ ერთმანეთი მოსწონდათ.
   ერთხელაც, ვამპირმა ელენას უხმო და დაკითხვა დაუწყო
-აქ რა გინდა, განა ადამიანურ სამყაროში არ არის სკოლები, მაინცდამაინც აქ რომ მოხვედი?!
-საქმე იმაშია,რომ მე ადამიანები არ მიღებენ.რადგან...განსხვავებული ვარ-და ცრემლები წასკდა-ჩემი აზროვნება, გარეგნობა არ მოსწონთ. ის, რომ ყველაფერს განსხვავებულად ვუყურებ. აქ კი, იმიტომ მოვედი,რომ ვფიქრობ,თქვენთან ვიპოვო თავისუფლება
  და აი ამ დროს, ბუნებამ ბავშვები დააკავშირა,თითქოს,მონათესავე სულები იყვნენ...
                                  თავი III
   მთელი თვეების განმავლობაში ურჩხულები ეხმარებოდნენ ადამიანს თავისუფლების მოპოვებაში.
    ელენას კი მისი სულიერი სიმშვიდე უკვე ნაპოვნი ჰქონდა. სწორედ აქ, ამ ადგილას,მეგობრებთან ერთად... და გადაწყვითა რადაც არ უნდა დასჯდომოდა...ურჩხულად გადაქცევა ეცადა.
      ასე დაიწერა მათი ისტორია. ახლაც ასე ხდება, სადღაც შორს, ცხრა ზღვასა და მთას იქით ხალხი სულიერ სიმშვუდეს პოულობს სხვების თვალით დანახულ სისსტიკეში, თუმცა ისინი ხვდებიან, რომ ყველაფერი კარგი მრავალფეროვებაშია.
არვინ იცის, რომ ყოველი ურჩხულის მიღმა არის სიკეთის სანთელი, სულ პატარა, თუმცა ძლიერი....
                      დასასრული

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი