ნანგრევები


ნანგრევები

არ  გიფიქია?  ნანგრევების  იდუმალ  ხიბლზე...
რა  ნამდვილია  მათი  ყოფა, როგორი  მტკიცე,
რამდენი  უნდა  აიტანო, რამდენი  შეძლო,
რამდენი  უნდა  იტვირთო, რომ  ნანგრევად  იქცე.

დადგება  დღე  და  ძველებურად  ვერაფერს  იგრძნობ,
უყურებ  ცას  და  თვალს  უკუნეთ  სიბნელეს  აჩვევ,
რამდენჯერ  უნდა  გატკინონ, რომ  დაიწყო  დაშლა,
რამდენად  უნდა  გიყვარდეს, რომ  ნანგრევი  დარჩე.

და  აღარასდროს  არ  აშენდე,  არასდროს  აღარ,
რადგან  იცოდე  ნგრევის  ფასი  და  არა  მხოლოდ...
იდგე  საკუთარ  ნანგრევების  დიდებულ  ჩრდილში,
და  იმ  ჩრდილშივე  მზის  შუქივით  კვდებოდე  ბოლოს.

ვიდრე  წაგვლეკავს  მარადმყოფი  დინება  ჟამის,
ვიდრე  დაგვკარგავს  საკუთარი  სიმცირის  კვალი,
სულ  ერთი  წამით, მხოლოდ  ერთი  წუთით  თუ  წამით,
რა  ლამაზია  ნანგრევები,  შეავლე  თვალი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი