მამის საფლავი
მამის საფლავი სიკვდილზე თოვლი სხვაგვარად ჰყვება, სხვა ღრმა ჭრილობებს აღვიძებს მტკივანს, ატირდებიან საფლავის ქვებიც, თოვლში რომ მამის საფლავზე მივალ. თოვაში დიდხანს არ დავრჩე, ის სურს, იხუტებს გულზე თოვლის თეთრ ჭილოფს, ჩამესმის მამის საფლავზე მისულს ხმა უტკბილესი - ''მოხვედი, შვილო?..'' ცის ნაღვლიანი სინათლე ადგას, დავტირი მწუხრით შემოსილ არეს, არაფერია ამ ქვეყნად რადგან, მამის დათოვლილ საფლავზე მწარე. გარს თოვლის თეთრი ფიჭვები სდუმან, და ზამთრის ქარი ერთგულად სტუმრობს, არაფერია ამ ქვეყნად თურმე, მამის საფლავზე ძვირფასი უფრო. როდესაც თოვა, ვით უცხო ლანდი, თეთრ მოჩვენებად იქცევა ღამის, მევსება გული თოვლით და დარდით, და მენატრება საფლავი მამის.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი