რომ ზღვა იყავი
რომ ზღვა იყავი სიმღერას ჰგავდა ყველა ფიქრში შენი საბედო, იმ სიმღერების შენ იქეცი მძევლად, დარაჯად, ერთ დღეს კი მაინც საკუთარ გულს უნდა ჩახედო, რომ დაინახო, რომ გაიგო, მისგან რა დარჩა... შენ ხომ იცოდი, რომ ზამთარი დიდხანს გასტანდა, დაიმახსოვრე ის ზაფხული, ის მზე, ის ჩერო, ვინ დაიჯერებს, რომ წერილებს ჩიტებს ატანდი, ვინ დაიჯერებს, ან რად გინდა რომ დაიჯერონ! როგორც ლიმონი, შენი თავი ისე გაწურე, ისე მოარგე გულგრილობის ცივი ნიღაბი, ისე ბოლომდე ამოხაპე, ისე დააშრე, ვინ დაიჯერებს, რომ ღრმა იყავ, რომ ზღვა იყავი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი