მე მახსოვს, გუშინ, ჩემს ბავშვობაში


***
მე  მახსოვს, გუშინ, ჩემს  ბავშვობაში,
ნერგი  რომ  იდგა  ეზოში  თუთის,
ხშირად  ვუმზერდი  ნერგს  და  ვფიქრობდი -
- ნეტავი, დიდი  გახდება  როდის.

გავიდა  წლები, ნერგი  ხედ  იქცა,
იმ  ხემ  ტოტები  გაშალა  მაღლა,
ადრე  ის  თუთა  იდგა  ჩემს  ჩრდილში,
იმ  თუთის  ჩრდილში  მე  ვდგავარ  ახლა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი