წარმოსახვა
წარმოსახვასთან ვმარცხდებოდი თითქმის ყოველთვის, დღემდე ასეა - ცხრა სამყარო აქვს და ცხრა კარი, ჩემ წარმოსახვას სხვა რამ უნდა, სხვა სწამს, სხვა სჯერა, სინამდვილე კი გამუდმებით არის სხვაგვარი. მოკვდი შენ, ჩემო წარმოსახვავ, ან მე მომკალი, თორემ ვიქეცით საკუთარი თავის მონებად, იმის ირწმუნე, რაც არსებობს, ის დაიჯერე, რაც არ არსებობს, ის სიმართლე ნუ გეგონება.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი