სარკე


ყინულად  ქცეულს  დრო  ადნობს  წამებს,
თითქოს  სიცოცხლის  ჩამქრალა  ვნება,
იძინებ  გვიან  და  ყოველ  ღამეს
ათასნაირი  შიშებით  კვებავ.

ვარსკვლავებისკენ  ისროდი  ანკესს,
უსაგნო  დღეებს  აგდებდი  არად,
სად  არის  შენი  ასი  წლის  სარკე,
შენ  იმ  სარკეში  იქეცი  ქალად.

მზის  შუქი  ათბობს  ნაზამთრალ  ახოს,
ზამთრის  მზე  ფრთებით  ყვავებმა  ზიდეს,
შენ  ცეცხლი  იყავ  და  ცეცხლთან  ახლოს
თბებოდნენ  კიდეც, იწვოდნენ  კიდეც...

სად  არის  სარკე, შემორჩა  ნიშად
მის  ალმასს  დღენი  კენტი  და  ლუწი,
შენ  იმ  სარკის  წინ  დგებოდი  შიშვლად,
და  საკუთარ  თავს  სწავლობდი  უწინ.

დღეს  იმ  სარკეში  მოწყენა  სახლობს,
დარჩა  ყოველი  შორეულ  ამბად,
შენ  ცეცხლი  იყავ  და  ცეცხლთან  ახლოს,
დიდხანს  ვერავინ  გაძლებდა  ალბათ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი