ცის რომელიღაც საკიდზე


ცის რომელიღაც საკიდზევარ დაკიდებული 
მყარად არ ვდგავარ ფეხქვეშ ვერ ვგრძნობ მიწის სიმაგრეს.
ამ სიმაღლიდან ყველაფერი ბავშვურად მოსჩანს
და მზის ჩასვლაა ძილის წინა- ,,იძინე ტკბილად". 
ეს შენი ხმაა ცის კიდეზე რომ მესმის თურმე.
ამ საკიდებზე დაკიდებულს გულს რომ მიპოვნის.
მიწის სიმყარეს მაგრძნობინებს, სიცარიელეს ამომივსებს და ღრუბლებს ხატავს...
ეს შენი ხმაა ,,იძინე ტკბილად"
რომ ამბობს თურმე,
მერე ბუდესაც ამიშენებს ხის სიმაღლეზე,
თუმცა ვერ წვდება ის  არეკლილ ჩრდილებს ჩემიდან, მაგრამ დაიცავს ჩამოვარდნის შიშისგან გულებს.
მე ცის კიდეზე ვცხოვრობ უკვე დიდი ხანია,
აქ ფერიები ანათებენ  ზღაპრის განთიადს. 
აქ ბავშვობაა ჩემი აქვე, თურმე ამ ცაზე და მეც ვიპოვნე ჩემი ფრთები თოლიის ხმაზე.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

@ კონტაქტი