განსაკუთრებით


განსაკუთრებით მიყვარხარ ღამით. მაშინ როდესაც ერთად ვწვებით, როდესაც შუქს ჩავაქრობ და მთვარესთან ერთადქ გავანათებ შენს სხეულზე.
შენ ხარ ჩემი წიგნის სათაურში
და მე მინდა რომ წაგიკითხო მანამ სანამ დავწერ რამეს.
ასე ვნახავ სამოთხეს  და დავბინავდები იქ მასში შეუსვლელად.
და როცა შენ იფიქრებ ჩემზე იფიქრებ ერთ ვარსკვლავზე მაინც და როცა დათვლას დააპირებ ამ ფიქრებისას წინ გადაგეშლება ცა ვარსკვლავებით მოჭედილი.
ჩვენ კი ვეხუტებით ერთმანეთს
მთვარის ქვეშ ღამით.
ეს სიყვარული ავა ზეცამდე
და ეჭვიანი ვარსკვლავები
ადამიანების  დათვლას დაიწყებენ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

@ კონტაქტი