მე ერთ დღეს
მე ერთ დღეს მოვკვდი და ვიქრცი ტყის ყვავილად. შენ კი მომძებნი დაუსრულებლად. ერთ დღეს მიპოვნი და მომწყვეტ, რომ შინ წამიყვანო. თუ ვერ მიპოვნე იცოდე ბალახი შემჭამს, გვიმრები დამესევიან და გამაქრობენ. ამიტომ მე ერთ დღეს მოვკვდები და ვიქცები შენს საბნად, რომელიც გათბობს და გიფარავს სიცივისაგან. მაგრამ ვაითუ გამოცვალო ეგ საბანიც და შეინახო დაძველების უჯრაში. ამიტომ მე მოვკვდები ერთ დღეს და ამოვალ შენს ეზოში როგირც მარადიული ხე. ამასაც მოჭრი ვიცი, არ გეციდინება რომ მე ვარ. ამიტომ არაფრად არ მოვალ. მე სულ შენთან ვიქნები, და გაგინათებ გონებას, როგორც მთვარე ანათებს ბნელში.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2025
@ კონტაქტი
0 კომენტარი