შენ რა გეგონა


შენ რა გეგონა თუ ბნელ ოთახში ვიჯდები შენზე ოცნებები გაქრება?
მე უფრო მძაფრად შეგიყვარებ, სულ თავიდან.
მანამ სანამ ნათურა თავისით არ აინთება. 
შენ რა გეგონა თუკი სულ ღამე იქნება დავიჯერებ რომ აღარ მოხვალ?
ცდები ძვირფასო. მე ვიცი რომ გათენდება, ჯერ კიდევ სრულ ჭკუაზე ვარ.
რა დამავიწყებს დილას და შენს სურნელებას. შენ ისევ 
ჩემს გვერდით წევხარ და მე გესალმები, რომ მოტრიალდე ჩემკენ ერთი წუთით მაინც და დავინერო რომ არსებობ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

@ კონტაქტი