სევდიანი დილა
რა სევდიანი იყო დილა ჩემს სამყოფელში, უმისამართოდ რომ ისმოდა ჩიტების სტვენა. რა სიყვარულით სავსე იყო ყოველი დილა, როს ამ მარტის თვის ჩუმი სუსხი სტუმრად მოვიდა. როგორ უხდება ყოველ ღამეს შენზე ფიქრები, და ყველა ტკივილს მე გავატან ცისფერ გაზაფხულს. თუკი სიზმრები ცხადში ხდება, მე ვირჩევ ფიქრებს, სადაც წიგნიდან ამოღებულ შეყვარებულს ვთმობთ. რა დიდებულად ანათებდა მზე გაზაფხულის — მისით დამწვარი სხეულები კოცნას ნატრობდნენ. მე თუ მიყვარდა ჩემი თავი, მხოლოდ მას შემდეგ, რაც ფანჯარასთან ნაღვლიანი ისევ გიპოვე და დავიწყებას არ მივეცი ეს სიმარტოვე.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი