ერთი წვეთი სიმართლე


სიყვარული არ არისო ფუჭი სიტყვები,
ის დუმილია, ჩუმი გრძნობა და ოდნავ სევდაც.
ვიღაც იქნება ჩვენთან ერთად, ვიღაც ჩვენს შემდეგ,
მაგრამ ის რაც ჭეშმარიტი იყო არ ქრება.
ჩვენ კი გვგონია დრო გადისო უმისამართოდ,
სინამდვილეში დრო გზაზე დგება.
ლოდინად მექცა მოგონება რომ არ დავნებდე.
რომ შენ დაბრუნდე ისე თითქოს მართალი იყო.
ის ერთი წვეთი სიმართლეც კი მე გადამარჩენს და ისევ ქალად მაგრძნობინებს თავს როგორც უწინ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი