მოუბრუნებელი მიბრუნება


მე  აწ   ვარ  პროფილი,
სრულ  სახეყოფილი!...
და   ვერვინ   მიხილავს   იმგვარად   პირდაპირს !...
მაინც  გსურთ,  რომ  მცნობდეთ?
გირჩევთ  მე :  სჯობს,  მთმობდეთ!—
ეს   გზა - ამოცანა   სულის   სრულ  სისხლად   ღირს !...

არაფრით  ვცდუნდები …
და  არც  მოვბრუნდები
მე,  მარადიულ   პროფილად   ქცეული ,
რადგან  რომ  ვეძებდი  
თვალების  ვედრებით,
თანამგრძნობს   ვერ   შევხვდი   ურიცხვში   ეული...

ხანიც  რომ  გამოხდეს,
მკრთალიც  რომ  გამოჩნდეს,
ანფასით   დადგომა,  ო,  რა   გვიანია ...
სიმი  გამწყდარია,
გული  გამწყრალია...
წარსულის,  ხლართულის,  გზა  ცრემლიანია...  

ჯვარცმამ  მარტოობის,
უთანაგრძნობობის,
სხვათა  ცრემლის წვდომის  მამცნო  ხელოვნება,
თანაგრძნობის  ჩვევა,
პრიფილთ  გამორკვევა,
სიცოცხლ--არსიცოცხლის  გაყრის  ჩუმი  ცნება...

გსურთ  ჩემი  გაგება?
(ანუ  თავის  ვნება!)
ჯერ  ცრემლს  გაეცანით  სხვათა  შეცოდებით...
სულაც  არ  გჭირიათ?...
და  არც  გიტირიათ?..
თქვენი  როგორ  მშურს!...და  მაინც  მეცოდებით...

ჩემი  აღარ  გესმით...-
თავს  კი  ამად  მესხმით...
და  რომ  პროფილი  ვარ,  ისევ  გავიწყდებათ...
ჩემს   ირგვლივ  სულ  ივლით
და  გარს  შემომოვლით?
კვლავ  შეუცნობი  პროფილი  შემოგრჩებათ!...

ახლა  გულცივი  ვარ?
იქნებ  გულცივიც  ვარ!
(გულთბილთ  ხომ  გულგრილნი  აქცევენ  გულგრილად?!)
მარად  პროფილობით,
ამოუცნობლობით
მე  კვლავ  შორეული  დავრჩები...მუდმივად!

ახლაც  ვარ  პროფილი,
სრულ  სახეყოფილი!...
და   ვერვინ   მიხილავს  იმგვარად  პირდაპირს!..
მაინც  გსურთ,   რომ  მცნობდეთ?
გირჩევთ  კვლავ:  სჯობს,  მთმობდეთ,
რადგან  ეს  ისევლე  სულის  სრულ  სისხლად  ღირს!...

				1999  წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი