სულ ერთი მზერაც მოაბრუნებდა
ქარი ნანაობს, უამესად დაარხევს თითებს, სულჩადგმულივით კაცთა თვალწინ გამოქსოვს მითებს... ქარი ნანაობს ცადაზიდულ კოშკების თავზე და იარებით დაგრეხილ ტანზე ქოხურებისა, და უბინაოდ დარჩენილთ თავზე ქარი ნანაობს... ყოვლისმქონეთ და უქონელთა ფიქრებს დარაჯობს... ქარი ნანაობს... ვიღაც ბანქოში ათასებს აგებს, ვიღაც ზედმეტ პურს ნაგავში აგდებს, ვიღააცის სულს კი შიმშილი უღვთოდ ზღვარსა დაადებს (!)... ქარი ნანაობს... და ას ხეზე ყულფი ქანაობს, არრის მქონეთა მოძულებულ თავის სახრჩობი... ყულფი ქანაობს... ხელგაწვდილი ქუჩაში ბორგავს დღის ცისმარიდან ასე მწუხრამდი... დღის ცისმარიდან მწუხრამდი სცოდავს არრის მიმცემი ამ ხელებისთვის... როგორც კუჭის წინ ეს მათხოვარი და კუჭი კიდევ ამ მათხოვართან საოცრად ბოდავს... ყულფი ქანაობს და გაწვდილი ხელი კი აღარ, აღარ ვარდება გამოწვდილში ხურდა --ა რ ა რ ა-- რას დააკლებდა ერთი ციდა მათ სიჭარბიდან ჯიბესქლიანებს?! არარას მართლა! მართლა არარა, მართლა ციდა კი კუჭს დაუცხრობდა, სულს დაუცავდა, სხივს ჩაუდგამდა თვალებს, წყლიანებს... ყულფი ქანაობს... ქარი ნანაობს... ფოთოლცვენაა... თოვლია... მზეა... და სამოსლები ეცვლებათ მქონეთ წლის დროებივით, გაზაფხულივით ხორცის ხეებს სულ ცინცხლა ფოთლებს შემოამოსენ... გაწვდილ ხელებს კი ისევ ის მოსავს, სისცოცხლისაგან გამოლეული ძველი სამოსი, შიმშილისხელა, სიცივისხელა, დაცინვისხელა... ყულფი ქანაობს გამოწვდილი ხელებისხელა და მათხოვარი თვალებისხელა... დავარდა ხურდა ცივად, მაგრამ დავარდა თბილი... მის ლოდინით გათანგულს რად არ ესალბუნა?! თითქოს არ სურდა, შეხვდა რა ცივად, ზამთრისებრ ცივად ამ გაზაფხულში და ისე ცივად, როგორადაც დავარდა გროში (!)... ერთი მაინც ხომ გამოჩნდა ვიღაცა ბრბოში-- რამ დაადუმა?!...რამ გააცივა?!. დავარდა გროში… ხურდა ხურდას კვლავ ემატება, სიხარული კი შიმშილად ქმნილს არც ებადება... ყულფი ქანაობს სადღაც სულში თუ ტყეში სულაც, ხეზე თუ გულში დაკიდულა, ქარიც რომ არხევს უავესად და დამცირებაც... ყულფი ქანაობს, ხელისგან თუ შიმშილისგან გამონასკვული... ხურდა დავარდა... და მათხოვარი წამში ქუჩის მრუდში გავარდა.. რაღაც იყიდა--გამოისყიდა კუჭის წინ ცოდვა... მაინც რაღაც სურს!... მიირთვა და...მაინც რაღაც სურს!... შიმშილი?--არა! წყურვილი?--ალბათ... დალია და...მაინც რაღაც სურს!... ყულფი ქანაობს და მარტოა ისიც კაცივით, თოფნაკრავივით სულ ერთ წამში ქუჩას რომ გასცდა... ყულფის ქვეშ დადგა... ცოდვით დამწუხრდა... შემოამწუხრდა... ზეცაც რა ცივი ეჩვენა ახლა ხის კუნძზე დამდგარს... ნეტა, რა სურდა-- წამს დავიწყება დღეთა წარსულთა?.. ახლა არ სწყურდა და მოდუნებულ იყო შიმშილიც-- მათხოვარს განა მეტი რა სურდა?! და რაღაც სურდა!... მას თბილი მზერა უნდოდა კიდევ, მას თბილი მზერა უნდოდა მხოლოდ, ხურდა კი არა, წყალი კი არა, პური კი არა!... ყულფი დამწუხრდა... ტერფი, შიშველი, კუნძს მხდალად გასცდა... და მარტოობის წყენაღა დასცდა... ქვეყნად არარა, მაგრამ კი სიტყვა, სულ ერთი მზერაც მოაბრუნებდა, ვერ გაიმეტეს რომელიც კაცთა (!)... ყულფი ქანაობს უკვე არ მარტო და მისებრ მუდამ მხოლოდქმნილ კაცთან... ორივე დაცხრა : ყულფი -- სიცოცხლის და კაცი -- მზერის, გამგები მზერის, სულის დამხსნელი მზერის მთხოვნელი (!) ... 2003 წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი