დაუკემსავი ჭრილობები


თვალთა  სიღრმეში  ჩაკირულა  ზეწრად  დაისი...
თავს  რა  დაატყდა  უმძაფრესი ქვენად, რა  იცი?!

იქნებ  მზე  მისთვის  არც  აჭრილა  მელნადქმნილ  ცაზე?
მაშ,  ალიონებს  მის  მზერიდან  მოელი  რაზე?!.

არ  გაგიღიმებს  სული,  თვალში  ნისლად  ჩაცრილი,
ვითა  სიკვდილი,  ყოფნითაა  იგიც   დაცლილი...

ვერა,  სიცოცხლეს  ვეღარ  მოსთხოვ  უსისხლოდ  მკვდარებს,
ვით  დღენაავდრალს - უღრუბლბეწო,  უნისლო  დარებს...

არა,  მზე  მისთვის  არ  ამოვა,  რაგინდ  განაგრძო
ძიება  ზეცის  კიდეებში...  და  უთანაგრძნო...

დაუკემსავი  ჭრილობები  რჩება  კვლავ  ღიად
და  უმზეობის  ყინულებიც  სულში  მარხია...

						2003  წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი