ოცდამეერთე საუკუნე


ოცდამეერთე  საუკუნე,
 თანამედროვე  მსოფლიო,
 წარმოუდგენელი  მიღწევები:
თითქოს  ყველაფერი  გადაილახა,
თითქოს  ყველაფერი  გამოიგონეს,
 თითქოს  ყველაფერს  ჩასწვდნენ  და  მისწვდნენ,
თითქოს  ყველაფერი  გათვლილია...
შემოქმედი  განზე   წაწიეს
და  ადამიანის  გარშემო  ააბრუნეს  ეს  დედამიწა...
ღმერთად  დავანდა  კაცი  უფლის  ქმნილში
და  ყველაფერში  მხოლოდ  თავის  თავს  დაეიმედა...
თავისუფლებას  საზღვრები  მოერღვა...
თითქოს  ყველაფერი
ზეკარგად  უნდა  ყოფილიყო,
მ ა გ რ ა მ...
სტიქიები  კვლავ  ბობოქრობენ:
ცეცხლი - წვავს,
წყალი - ტბორავს,
მიწის-ძვრა  ანგრევს  ყოველივეს...
შიმშილი  ისევ  დაგელაობს...
სხეულთ  შთანთქავენ  სნეულებები...
სიყვარული  იშრიტება...
ღიმილი  ბჟუტავს...
კაცი  გათითოვდა...
და  პირველი  სამოსელი  შემოეკარგათ...
სიკვდილი  მოუსყიდველი  დარჩა,
მომავალი  -  გამოუცნობი,
ადამიანის  ფიქრები -  წაუკითხავი...
				
			
2017   წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი