გავნაღმოთ სიკვდილი


მოხეტიალობს
თავისი  სავალი  გზის  საწყისიდან  ადამიანი :
ცოდვით  ნაჟღენთ  ფიქრებს  არ  ეიდება,
არ  გარბის  სასიკვდილო  ვნებათა  სივრციდან
და  სიტყვები  და საქმეები  უცოდვილდება,
უტალახდება  უკვდავი  სული... -
ვინ  ამას  ხვდება  სულ  სათაოდან,
ვინ გვიან,  ვინ  ადრე,
ზოგნიც საბედისწეროდ  სატირლად  გვიან,
მხოლოდღა  მამლის  ყივილის  მერე , -
როცა  უსაყვარლეს   ადამიანებს  ცხადლივ  მოსტაცებს
სნეულებები  ანაც  სიკვდილი,
სასიცოცხლო  მატერიას  -  მშთანმთქავი  ცეცხლი,
სულს  კი  -  სათავსასთუმლე  სიმშვიდის   განცდას...

თუ  არვინ  მნახა,
ესე  იგი,  შემრჩაო  ცოდვა ! –
მცდარი    მსოფლხედვით    ადამის  მოდგმა
ლაღად  მიარღვევს  სიცოცხლის  დღეებს,
რადგან  არ  იცის,
რომ   არსებობს  ყოვლისმჭვრეტელიც
და  ეს  ,,დაუნახავი“ ცოდვათა  ლოდნი,
მოქმედ  ნაღმებად   გადაქცეულნი,
შვილების  გზებზე  ლაგდებიან,
სულის  ჩაბერვის  მომლოდინენი...
და  მერე...
მამათა  ცოდვებზე  ფეთქდებიან
შვილთა  სიცოცხლეები  და  ოცნებები!..

სანამ  ეს  მომხდარა,
იქნებ  კიდევ  და  კარგად
გადავქექოთ  ჩვენი  ცხოვრების  კვალი :
დავხაროთ  თავი  ცოდვანარევი  ფიქრებისთვის,
ვნებაშერეულ  სიტყვებსა  და  ქმედებებზე
ვაწვიმოთ  მზერა
და  თავის  ფარდი  სინანულით   აღვგავოთ  ცოდვა,
რომ  კოსმოსის  შემოქმედის  შეწევნით,
შვილების  გზებზე  გავნაღმოთ   სიკვდილი -
ჩვენივ  ცოდვების  ბუმერანგად   მობრუნებული,
ჩვენსავ  მოდგმის  თავზე 
დამოკლეს  მახვილად    მარადიულად  დაკიდული...

გავნაღმოთ  სიკვდილი,
სანამ  უფლის  მოთმენის  ფიალს
ჯერ  კიდევა  აქვს  ჩვენთვის  ადგილი
და  სანამდი  დუმან  ჩვენი  ნაღმები!

8  აგვისტო,  2017  წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი