პოეტი და მკითხველები
მკითხველთ წამი შეენანათ წუთისოფელში, ლექსს ფსკერამდე ჩაყოლოდნენ, ან ჩასულნი სიღრმეებში ჩაიკარგნენ, მაგრამ თავიანთი სიძუნწე და სიპატარავე მიჩქმალეს და თქვეს, მოგვეწონა ან არაო ლექსი. - ორივემ მოატყუა ავტორი, მათი განაჩენის მეთვალყურე. მაგრამ გვიან მოვიდა სხვა მკითხველი-სარკე, მწყურვალივით დალია ლექსი და იმ ემოციაში მოხარშა შემქმნელი, რითაც დააორსულა ქმნილებამ. ავტორმა იგრძნო ნამდვილი სახე და პოეტად გარდაისახა. 2019 წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი