შემოქმედის მისიის არსი
ღმერთმა ხორცმოკვდავ ადამიანებს ჩაფიქრებიდან დაუნაწილა ტალანტები შემოქმედების , რომ დანარჩენთათვის ხსნის ხიდად გადებულიყვნენ ამქვეყნიურ ოკეანეში და ენავსაყუდლათ... მაგრამ ტალანტთა უსულო მფლობელთ თავბრუ დაეხვათ , გადიდგულდნენ, ფრთის მიმცემი და მისი აღთქმა ხსოვნის მიღმა დარჩათ, უქმი სიმღერით გაამაოვდნენ და თავიანთი განდიდებისა და ტაშისთვის შემოეფლანგათ სიცოცხლისფერი საჩუქარი.. კაცნი კი წუთისოფლის ოკეანის ხახასთან მარტონკანი იბრძვიან და იწირებიან... გზის მიმწუხრისას წარგზავნილებს ღმერთმა მოსთხოვა ტალანტები ნაყოფითურთ უკანასკნელიდან პირველამდე, ჩემი საფრთხილო ეპითეტი, შ ე მ ო ქ მ ე დ ი, ვინ გაამართლეთ ან შებღალეთო?! და ყველას მოემტვრა მიძღვნილი ფრთები, ვისაც უმეცრად მიავიწყდა, რომ უნდა ყოფილიყო კაცთა ხიდი და ნავსაყუდელი წუთისოფლიდან მშობლიურ ცამდე და საჩუქარი შეიწირა ამაო თქმაში... მხოლოდ ერთეულთ გაუმარადდათ შემოქმედის გვირგვინები და უხრწნელი ფრთები საუკუნეთა დასაპყრობად, თავიანთ მკითხველთა სულის დარაჯებს, ვინაც შეიცნეს მისიის არსი და ამ ჯვარცმა-გზას შეეწირნენ ღვთიურ თავდახრით. 2019 წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი