მწველი განდობა


სახემტირალი  თუკი  მიხილეთ,
ნუ  დამიგულებთ  უბედურ  ქალად,
მაგრამ  მცინარე  მუდამ  მიტირეთ
და  დარდს  შემყარეთ  როგორმე  ძალად...

თქვენს  განცვიფრებას  არ  აქვს  საზღვარი?
იწამეთ  მაინც  მწველი  განდობა--
სწრაფქრობადია  ხომ  დილის  ცვარი,
მარად  ერთია  ჩემი  განწყობა...

ბედნიერია  განა  მცინარი,
ან  უბედური -- ცრემლდაულევი?!.
არმორწმუნეა  ზოგჯერ  მწირავი
და  შიშველია  ტანთგაუხდელი...

			2002  წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი