ჩემი სიცოცხლე ლექსებში სახლობს
მადლობა ჩვენს ღმერთს შენს მოვლენისთვის! აბა, მე ვინ ვარ ქვეყნად უშენოდ?!. სულს დამინგრევდა სიბნელე სულმთლად, დღენიც ივლიდნენ, ალბათ, უდღეოდ... თუკი განვაგრძობ ყოფნის სიცოცხლეს, რომ ვწერო ისევ, ისევ იმისთვის... არ მიმტყუნია, ვფიქრობ, მუზისთვის, ლექსის წინ ცოდვაც აღარ მიმიძღვის... ათასჯერ კიდევ ღვენთად ჩამოვალ, გულის ნამსხვრევებს გავატან სიტყვებს... ჰო, დავიცლები არმონანიედ, რადგან გაცემა სულს კვლავ ამივსებს... ამდენგზის შექმნამ დამღალა თითქოს, დაღლილ ვიქნები მერეც ათაგზის... ხომ იღლებიან შვილით მშობლები, მაინც მშობლობას თმობენ არასგზის (!)... მეც ვეღარ დავთმობ სულგატანილებს, მელნისფერ ფურცლებს, ტკივილჩაყოლილს... ზეცით გაგონილს ჩემში ჩავკვანძავ, კვლავ გავაცოცხლებ ჩემში ჩაქოლილს... და განა მომკლავს შენს გვერდით რამე?! განა სიკვდილი მეწვევა შენთან?! ჩემი სიცოცხლე ლექსებში სახლობს, ლექსის სიცოცხლე -- ჩემში, ჩემს ხელთა. 2002 წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი