შემოქმედის ლოცვა
ღმერთო, გადამირჩინე ჩემი ძეი ყოველი... ღმერთო, გადამარჩინე ცრემლის, სისხლის მთოველი... ღმერთო, არ დამაჩინო სულზე კლაჭი, მწოველი... გული მაინც მსხვერპლია სისხლკლანჭება ცხოველის!.. ღმერთო, ფიქრი მომმადლე, ფიქრი, ფიქრი მზეებრი... გონის სილაჟვარდეში იშვან ცისკრის ძეები... მათი მელნით შემოსვით გაუკვდავდნენ დრეები... მუზავ, მუზავ, იმარჯვე! ფუნჯო, სიკვდილს შეები!.. ღმერთო, იებს ნუ წარღვნენ სულში ლოდნი სეტყვების... ღმერთო, თუ სიცოცხლეა, მაშ, სიცოცხლე სიტყვების! მელნის ნაბდით შემოსვა შობადქმნილი ფიქრების... მუზის ჩირაღდანები, ეჰა, აღარ მიქრების!.. ღმერთო, გადამირჩინე ჩვენი ძეი ყოველი... 2003 წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი