სიკვდილთან გაყრა მუზით
მწარე სულხუთვას სულში რატომ ვგრძნობ, ან დებას ქედზე ხუნდად ბორკილის?.. თავისუფლების წილ სიცოცხლეს ვთმობ და მაინც ვრჩები მონად მოგვრილის: უმოწყალეოდ რაღაც სულსა მხდის, რაღაც მიბიძგებს ქიმზე გადავდგე... რა ძნელი არის მისვლა სულამდი და რა ადვილი -- ხრამში გადაზტე!.. მაინც არმოვჩნდი მერე ამ ქიმზე სულდანაცრული გადასავარდნად... სხვა გზა არ დამრჩა, სიკვდილო, გიმზერ ავქმნილ თვალებში გადასაკარგად... დედობა ლექსთა წამში მომინდა, ქიმზე ვინატრე საწერი მელნის... გაყრა სიკვდილთან მუზით მომიხდა-- ლექსების ჯარი ღმერთივით მელის... არსში სიტყვები გადმომეღვენთა, მუზაზე შემდგარ ცეცხლით დამდნარი... რაღაც აფეთქდა ქუხილად, დენთად და გამეყარა ფიქრები, მცდარი... ჩაცხრა სიკვდილთან მშანთავი დავა, სევდა კი დარცა მაინც ზიარად... თავს გაიმეტებს თურმე მოკვდავი, ჯერაც შეუქმნელ ლექსებს კი -- არა! 2002 წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი