ფრთებშესხმულმა ..


ფრთებშესხმულმა, 
გაფრენილმა
შემოქმედებმა 
ცა ჩამოზიდეს დედამიწაზე, 
პურივით დატეხეს 
კვართად ნაქსოვი
(სული მოაყარეს მარილად),
სისხლის ღვინოში ჩაიწეს 
და მათხოვრად დადგნენ 
შარაგზაზე,
რომ მკითხველებმა 
უწყალობონ დროის ხურდები,
რათა ბილეთებს აზიარონ 
იმიერისას
და ტალახს გაარიდონ მსმენელნიც...

2019 წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი
TOP.GE