გამოჩენისთანვე
გამეფდი ხილვიდან ლამის შეცნობამდე ელდანაკრავ და დაცლამდე მოღლილ გულში. ლანდის ყოფიდანაც ქალად გარდამქმენი, ამამღელვარე და სიცოცხლე დამიბრუნე! ალბათ, ღვთის ნებაა ჩვენი ეს შეხვედრა, ხილვა-მირაჟებზე შენი აღზევებაც... ახლის , უჩვეულოს მნატვრელს, მოწყურებულს, ლეგენდასავით რომ ჩამწვდი წაუშლელად... აღარ ვნანობ დღემდე, შენ რომ შემიყვარდი... იქნებ აღარ მქონდეს შენი ცქერის ნებაც... ახლაც სიხარულის ჟრჟოლა მასულდგმულებს... მენდე, წრფელი ტრფობა ცოდვად არ ითვლება! იყო უყვარული - ნიშნავს, არ ცოცხლობდე, ყელგამოჭრილ სულში ღმერთი გარდაგცვლოდეს, ვარდად მოვლენილი კვირტობის ჟამს მოწყდე, აღარ გაიშალო, ვეღარ შეიფოთლო... რისთვის ვიბადებით, რისთვის ვიხარჯებით, ხვალეს მარადიულ კვალად რას შევმატებთ?- ამ მზე-ამოცანებს ტრფობა ამოგვიხსნის, როგორც შემოქმედი - სულის უკვდავებას. გაღმერთდი ხილვიდან ლამის შეცნობამდე ელდანაკრავ და მანამდე მოშლილ სულში. ლანდის ყოფიდანაც კაცად გარდამქმენი. ამამწვერვალე და სიცოცხლე გამისრულე! 2016 წ., 25 დეკემბერი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი