მიყვარხარ, როგორც....
ყველა გაყრაზე გაყრა სიმწრის შემერგო რისთვის?! ახლა ჩემს სულში უმზო ზეცამ შემოიმეფა... მომემატრები, როგორც კვდომა ისევ შობისთვის და მომინდები, როგორც თქეშში გადაწვიმება... მიდიხარ, ვითარ ათასისგან წასულან ერთ დროს, მეყრები, როგორც უსაშველოდ გასაწირავი... დაე, ჩემს სულშიც გულდაწყვეტის კოცონი ენთოს, გამიპირქუშდეს სიყვარულის ზეცა, ბრწყინავი... აღარ მაშინებს, მაგრამ მტკივა უღვთო ცალობა, უფრო ვღონდები, როცა ვხედავ ჩემებრს რიგებად... მომენატრები, როგორც უფლის ერთი წყალობა და მომინდები, როგორც მტერთა შემორიგება... შენგან სიშორეს მუზის ქროლვა დამაძლევინებს, შემოგეგზნება ცისარტყელას შვიდფერ დარივით... შენდამი წყურვილს ლექსის ტრფობა მომაკვლევინებს , რადგან ჩაგკონე სტრიქონებში ვარდად , ქარივით... ჩემი სულისძვრა შენს სიყვარულს შემოევლება, ჩემს სტრიქონებსი უჟამოოდ, უდროდ იცოცხლებ... მიყვარხარ, როგორც ფუნჯის ერთი შემოელვება და მენატრები, როგორც კვდომის შემდეგ სიცოცხლე... 2003 წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი