მარტო ჩვენ!
ჯვრისწერისას სათქმელი აღთქმა არასდროს ვიტყვი, რომ სხვაც მიყვარდა… ბოლომდი ჩემში მკვიდრობ და სახლობ... გარწმუნებ, სხვათა გრძნობა მინავლდა და მესახები მარტო შენ, მარტო! ერთად ყოფნისთვის გულს შეგაგებებ, ვერავინ ჩვენთან ვერ მოვა… გყვარობ... ზურგ-სასოდ შენს ტოლს ვის დავიყენებ?! თანხმობას გაძლევ მარტო შენ, მარტო! იქით არ წავალ, არა ხარ სადაც, კაცთა სავალ გზას გადვუხვევ, ვატყობ. ლანდად, უსახოდ, მეჩვენო რადაც, მარტო შენა ხარ, მარტო შენ, მარტო! ნამდვილად მესმის, ჩემთვის ვინა ხარ : ოცნებაც, ბედიც, სიცოცხლეც...მათბობ... პირწმინდად მითქვამს, ერთი რომ მყავხარ, ჟრუანტელსა მგვრი მარტო შენ, მარტო... რაც მცნებად გითქვამს, ვასრულო მინდა : სულიც, გონებაც შეგწირო, სათნოვ! ტყუილი მითხრა, სიმართლე მითხრა, უფლებას გულით შენ გაძლევ მარტო... ფიქრით რომ მაინც იფიქრო ჩემზე, ქულად გეთვლება შენ, ჩემო სატრფოვ... ღრმად რომ მაჟრჟოლებს ფიქრები ერთზე - ყოველთვის შენ ხარ, მარტო შენ, მარტო. შუქად, მნათობად ჩემს არსებობის ჩაგთვლიდი მხოლოდ ერთს, ჩემო საზრდოვ, ცხოვრების ეულ თამამგზავრობის ძალას შენ გაძლევ, მარტო შენ, მარტო! წუთს არ დავკარგავ, ჭმუნვას აქ შევწყვეტ, ხან-დრო უსაზღვროდ შენი ვარ...გნატრობ... ჯვართან და ხატთან მე დავიფიცებ : ჰა, ერთად ვიყოთ მარტო ჩვენ, მარტო! 2000 წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი