შორეული რჩეული
გული სულის თქმით გიცდიდა დიდხანს... იგვიანებდი...ბედი კი მცდიდა... ორად გაპობილ ნებას ვამთელებ... რჩეულად გიხმობ შეცნობის დღიდან... გავიკვლევ ბილიკს შენი სულისკენ?! იმედს არ აცლის კვდომას ოცნება... თითქოს ჩემს გზაზე მეგზურად მგზავრობ, ოღონდ ერთობა ჩვენი ორდება... დავდივართ ასე ერთ გზაზე ორნი... უფალმა უწყის, ვინ ჩნდება ვისთვის... არის ღვთის ნება? --შეგვყრის ერთმანეთს, ჩრდილებს აკრიფავს დაუვალ მზისთვის... ევნო, ეწამო უნდა ამ გზაზე, მიუხვალ სანამ ბოლოს შემოქმედს. იქნება შვება, თუ ამ მგზავრობას რჩეული ათბობს, ეშმა არა ვნებს... ჩუმდება თითქოს ტკივილი ყველა, ერთს რომ მეორე ერთ ხორც-სულად ჰყავს... უფლის კურთხევით, გზების და ორის გაერთ-მთელება საოცრებას ჰგავს!... ინებებს ბედი? -- იქნება ასეც! ხეც მოიხრება, მთაც გადიწევა!... არ აღსრულდება, თუ ღმერთს არ ნებავს... ახ, ეს მგზავრობა შხამად იქცევა!... აღსრულდეს ნება, ნება გამჩენის!— არა მსურს, მქონდეს მე სხვა სურვილი!— აღმანეტარებს მასთან ერთობით, თუ ცოცხლად მომკლავს მისი წყურვილით... 2011 წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი