სიყვარული და განსაცდელი
ბევრ ადამიანს მცდარად ჰგონია, რომ ძალიან რაციონალური და ძლიერია, რომ გულით განსჯა, სიყვარულით თავბრუხვევა, ტკივილით ტირილი, ფეხმორთხმით ლოცვა... – მარტოოდენ სუსტთა ხვედრია და რომ მათ მსგავსი არაფერი ემუქრებათ, რამეთუ სწამთ, ბოლომდე თავიანთ თავთა მფლობელები და მმართველები იქნებიან... მაგრამ მათ ცხოვრებაში შემოიჭრება თუ არა ორი უმართავი ცხოვრებისეული ქარბორბალა - სიყვარული და განსაცდელი - წონასწორობა ერყევათ და უმალვე იმსხვრევა მითი მათ სიძლიერესა და გონების დომინანტობაზე: სულ რამდენიმე წუთში ხდება ამ კერპი ადამიანების ტრანსფორმირება გულჩვილ, მგძნობიარე, უსუსურ კაცუნებად... და მხოლოდ მაშინ ხდებიან ცხადლივ, რომ ისინი ძლიერები და რაციონალურები იყვნენ მანამდე და იმიტომ, რომ მათ ცხოვრებაში არ იყო სიყვარული და განსაცდელი! 2017 წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი