სამყაროს მშვენიერება ამის მიხედვით აღიქმება


სამყაროს იგავური მშვენიერება
იმის მიხედვით აღიქმება, 
შეყვარებული ხარ თუ აღარ.
სასაცილოა თითქოს , მავანო,
მაგრამ სიმართლეს ვინ გაქცევია?!
ჰყვარობ - გყვარობენ ---
სამყარო სამოთხობს,
მზეც უთბესია
და ზღაპრულად   ნათობს   სივრცეთი,
ჯადოსნურ  ფერებს  ფუნჯობს  ბუნება
ადამის  ტომის  მზერის  სატკბობად...
წუთისოფელიც  კი  უკვდავჟამობს
ზეცამდე  აჭრილ  ბედნიერებით...

მაგრამ  არ  გსტუმრობს  სიყვარული,
ან ცალმხრივია? -- 
მზეს   გული  ჩუმად  უჩერდება...
ფერები, შავ-თეთრზე  მოთქმით  დასული,
უღიმ-ღამოობს...
ფრინველთ  გალობის  სიმფონია  ჩუმდება  ყურთან...
დედამიწაც  კი   მუხრუჭდება , 
ღერძგადამტყდარი...
სამოთხის  იგავუწვდომი  ედემობა  კი
ადამიანის  მზერის  წინაშე  ქედიდრიკება...
უსუსურობით  აბოდიშდება  ეს  დედა-მიწაც.
სიხარული  ნაღველს   უთმობს  საასპარეზოს...
ადამის  ტომის  ვერდამტევი,
უკაცურდება  თოთქოს  კოსმოსი...
უფასურდება  ფასდაუდებიც...
და  მისჯილი  სიცოცხლის 
სატვირთავადღა   თუ  რჩება  მგზავრი,
ამ წამიერში 
სამარადჟამოდ  ქმნილი  უკვდავა.
თუ  გრძნობაც  ბარტყობს  და  პასუხობენ - 
სამოთხე  არის  წუთსოფელიც...
მაგრამ  ტრფობაა  უპასუხო ,
ან  გული  მისით  დაუჭრელია?--
სიცოცხლე  მისჯილი  ყოფნაღაა, 
უსიხარულო, 
ამ უკაცურ,
უმზეო 
და გაპირქუებულ,
მშობლიურ  და  კოსმიურ  სახლში...

2017 წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი