არდავიწყება
არ დაიდარდო, მორჩა...— რა უთავგზოა, მითხრან, კვართად მეცმევა როცა არგაგონილი მირქმა... დარდებს ნუგეში კი აქვთ, იავარქმნილა ცრემლიც... ჯვრები ამტანებს მიაქვთ... იმკვიდრებს რწმენა მერმისს...— ქართულად ცდილან ასგზის, იავნანურად ერგოთ... არადა ბზარი დარდის რა უმკურნალი მერგო... აღარ იშლება კვალი დარდად მქცეველი ბედის. ვერ, ერთხელაც ვერ ვცვალე ერთადერთობა ერთის... რად ვერ ვივიწყებ წუთებს, გარდამხდარს შენთან ტრფობით?... იმ დღიდან სათელს ვუნთებ ვარამს სიფხიზლე-თრობის... იქნებ ოდესმე მორჩეს წამლით ურჩენი სენიც. ვერ გაყუჩდება მხოლოდ არდავიწყება შენი!... 2006 წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი