ღვთისმშობელი და მისი წილხვედრი
ღმერთის მშობელმა დედასავით გადმოხედა თავის წილხვდომილს... და ნაშვილებ წაშლილ შვილებში საქართველოს ვერ მიაგნო... მაგრამ ... გაახსენდა ძველი ზვარაკები და მზერით დალია რამდენიმე თანამედროვე კელაპტარიც... ნატკენ გულში ჩაიკონა თავისი წილი: აფხაზეთი საერთო ტანს მოსხლეტოდა, სისხლი სდიოდა საზღვრებს ოსეთისას... თავიანთი ხახის ზომად მოენიშნათ მეზობლებს სამყაროს შემთხზველის მშობლის წილ-ხვედრი... საქართველოს დედობილმა ხელი ჩაიყო სულში, თავისი სისხლისმიერისთვის მოიძია სიყვარულის უსისხლო ნემსი და იარების შეხორც-კემსვა რომ მიილია, უკვე საზღვრების მარადიული გალავნების აშენებას შეუდგა სიკვდილის მომკვლელ მხოლოდშობილ შვილთან. 2019 წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი