სულის მუხლმოყრა
არც ერთ სულდგმულთან არ მიცდია მოყრა მუხლების, მუხლად არ ვმდგარვარ წინ მართლების, აღარც მუხთლების!.. ძალა ჩემს მუხლებს ვერ წარსტაცა ტკბილმა ტრფობამაც, ვერ მოერია სიამაყეს დასაჩოქავად ! აღარც ხატების, ჯვრების მსურდა ფეხთით ჩამუხლვა, შიშით მუხლმოყრა ღმერთის წინაც, ლოცვა, ჩამურვა... და როცა სულში შემომენთო მეტი ტრფობაზე, უფლის სიყვარულს დავუჩოქე შიშთა თმობაზე (!) , გულით დამქონდა, ვატარებდი რადგან ვის შიშსაც, ვეღარ ვყვარობდი, ვეყრებოდი მღერას, მის ვიშსაც ... ჰოდა, აღარ მაქვს შიში ახლა არც ერთ წამს უფლის, ამად მოვდრიკე მის წინაშე უდრეკი მუხლი ! 2001 წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი