იყო, არის და მოვა


მაინც  რა  არის ცხოვრება?-
იყო, არის  და  იქნება...
ი ყ ო ზ ე    წუხილს არ  გირჩევ.
დე, უკან  დარჩეს  სიზმრებად;
ნურც   მ ო მ ა ვ ა ლ ზ ე   ინაღვლებ, 
ნუ  ცდილობ  მის  გამოცნობას.
ხვალე  იფიქრებს  ხვალეზე 
და  არა  ფიქრი, ოცნება;
მაგრამ  უფრთხილლდი, უმშობლე
იმას,  რ ა ც    ა რ ი ს,  ახლაა,
თორემ  დაკარგვის  ბომონი
ცალ  ნაბიჯივით  ახლოა(!)...
ქმენი, რაც  სჯობდეს, რაც  შეძლო,
სხვა კი მიანდე  შენს  უფალს...
ბ ე დ ნ ი ე რ ი ა
მ ო რ წ მ უ ნ ე    ღმერთის
და  ვისაც   უ ყ ვ ა რ ს !
რადგან  ეგაა  ცხოვრება-
იყო, არის  და იქნება. -
სჯობს, სამივ  ჟამის  ბატონი -
ღ მ ე რ თ ი  -  ვიქციოთ ფიქრებად...
ყოველი  სხვა  ამაოა,
უღმერთოდ ყოფნა - გლოვა...
ჩვენდა  ნუგეშად  უფალი
ი ყ ო ,  ა რ ი ს   და   მ ო ვ ა !

		2006  წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი