,,ოსანა"-დან ,,ჯვარს აცვი!"-მდე


უ  ფ  ა  ლ  ი        მ  ო  დ  ი  ს ...
მე   ჩემს   კანკალში   ვიხარშები,
სიპატარავე,  სიგლახაკე  რომ   უნდა   დავხვდე
უზენაესი   შემოქმედის   შემობრძანებას
მე,  ძველი   კაცი,
ვერ   სამოსცვლილი,
ვერ  ფერცვლილი,
ვერ   გარდაქმნილი...
უ  ფ  ა  ლ  ი       მ  ო  დ  ი  ს
ცხადად,  ხილულად ...
და  ელოდება
გულს,  სულს,  დიდებას,
შემოგებებას,  შემოდგომას,  შემოერთებას
ღვთის   ქმნილებათა   თავ - გვირგვინად   ქმნილი   კაცისგან..
უ  ფ  ა  ლ  ი       მ  ო  დ  ი  ს,
მოდის   მორჩილად   და   თავმდაბლად
რჯულის   მქონესთან,   თუ   ურჯულოსთან
გაუხედნავი  კარაულითა,
კიცვზე   შემჯდარი  მაცხოვარი,  მხსნელი - მესია.
არ  ცხენით  მოდის,
როგორც  მხედრად  და  დამპყრობელად,
არა  დამსჯელად,
არამედ     მ  ხ  ს  ნ  ე  ლ  ა  დ  -
მშვიდობისმყოფელს  მოაქვს
მ  შ  ვ  ი  დ  ო  ბ  ა
ღმერთისა  კაცთან...
უ  ფ  ა  ლ  ი       მ  ო  დ  ი  ს
იერუსალიმს
და   ჩვენს   გულებთან...
და   ელოდება   დახვედრას... ნაყოფს...
დ  რ  ო       ა  ღ  ა  რ       ი  ც  დ  ი  ს...
მე   ჩემს   განცდებში   ვიხარშები...
რა   მოვიძიო   მის   მისართმევად,
როცა  არარა  მაბადია   სიცარიელეს
მსხვერპლშესაწირი ?...
დ  რ  ო        ა  ღ  ა  რ        ი  ც  დ  ი  ს ...
ჰოდა,  ჩემს   გულს   ვფენ   სამოსლის  ნაცვლად,
გულს - საკურთხეველს,
გულს - უფლის  მსურველს...
ეს  ჩემი  ლოცვა,  სასოება,  მადლიერება,
სინანული  და  სიყვარული  კი,
გთხოვ,  შემიწირე
და  მიიღე
ტოტებად   ბზისა,  რტოებად   პალმის
და   შენს   დიდებად,  ოსანად   და   ალილუიად... 
ჩემი   სული  კი,  სნეული   სული,
თუკი  ინებებ  და  თუ   ღირსად   თვლი,
გარდაიქციე
შენს   ბეთლემის   ბაგად,
საყდრად   და   ტაძრად,
რადგან   ისევლე,  რადგან   ამ   დრომდე
ჩემი   მეფე   ხარ,   ჩემი   ღმერთი,   ჩემი   მოძღვარი...
სხვა  მარადმწვანე   ვერა   ვპოვე   რა
ჩემს   გადარეცხილ,   უდაბნოდ   ქცეულ
გულ - არს - სიღრმეში...
უ  ფ  ა  ლ  ი         მ  ო  ვ  ა  ლ  ს...
ოსანა   ხვდება,  რტოები  ხვდება,  ბზები,  პალმები...
მაგრამ   აქედან   ერთ   ნაბიჯში  
და   სულ   ხუთ   დღეში
,,ჯვარს  აცვი! “   სატანის    ხრიკივით   იგება...
მე  რას  ვიძახი?  მე  სადა   ვდგევარ?
ეს  გაორება  ჩემში  თუ  ხდება?...
ვფიქრობ,  ჯერ  არა!
ჩემს   გულში  ჯერ   ხომ   დიდება   ისმის,
სული   ხომ   უხმობს   შენს  მეუფებას
სავედრებლად   და   სამადლობელად,
რადგან   ხილვიდან,   რადგან   უმალვე
ჩემს    ნათლად   გცანი,   ჩემს  მზედ,   ჩემს   მწყემსად...
მაგრამ  ,, ოსანა “  რა  ახლო  იყო
დიდების   მთქმელთა   ,,ჯვარს,   ჯვარს  აცვი! “-მდე ...
იყო...და  არის!..
თუმცა   ჯერ   ისევ   ჩემს   უფლად   გიხმობ,
ჩემს   სამებად   და   ჩემს  სიცოცხლედ ...
პეტრეც   ხომ  თვლიდა ?!
( ვინ  ვის ?!.)
მაგრამ    ცდუნდა ...
 თუმცა   მალევე  მამალი   ახმე   
და   სინსნულიც   მოქანდა   ცრემლად ...
და   დაიბრუნე  
დაკარგული   ძე   შეცდომილი ...
მეც,  მაცხოვარო,  შემიწყალე,
ამაცრემლე,
ძილიდან   ამ   ხმით   გამომაფხიზლე,
თუკი   უარგყავ,
თუკი   შენა   გგმე, 
,, ოსანას “  მერე   ,, ჯვარს  აცვი “   დამცდა ...
ჩემს   ცაზე   ხომ   მზედ   ამომობრწყინდი,
შენით   გათენდა,
შენით   გავნათდი
მე   და   სამყაროც   ჩემ   გარშემო ...
გული   გიგალობს,
სული   გიხმობს,
გონება   გმონებს,  მამაო  ჩვენო,  
და   შემიწირე,
გთხოვ,  შემიწირე,
კვლავ   შემიწირე
ჩემი   მართალი   და   მდაბალი
ოსანა  შენდა,  დიდება   და   ალილუია...
არ   განვიძარცვო  
და   არ   წარმტაცო 
ის,   რაც   მაცოცხლებს -
შენდა   დიდების   და   მსახურების   ბედნიერება!

					
2010 წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი