არადა ჩემში ყოფილხარ თურმე
ხშირად უფალს ზეცაში ვეძებთ… ჰორიზონტივით რად განმეშორა შენი არსება, ხელშესახები?... მივდივარ შენკენ...მაინც შორია... ნისლივით მოჩანს შენი სახება... მოჩანს და მორჩა...ვარსკვლავად მკრთალობ... ვერ მოვილიე ეს მანძილები... მინათებ, მათბობ ...და მაინც ვწვალობ... შენთან ბედობას ანაცილები... გხედავ - ვერ გწვდები, გნატრობ-ეჰ, სად ხარ ?! ცას შეეშვილე, დედას სულდგმულთა. მიუღწევს ჰგავხარ, მიუწვდომს ჰგავხარ... რა მიმიყვანდა შენს ზღაპრულ გულთან ?! მზერა აწვიმდა...ოცნება ჩაკვდა... ვერ მოგიპოვე… ვერ შეგწვდი... ვერც გთმობ... მე ჩემივ თავი მაშორებს ცასთან თუ ცა - შენს თავთან, ვგრძნობ და ვერცა ვგრძნობ... თავს მივუბრუნდი, ჩავყვინთე სულში, გულს ჩავეშვილე, უდაბნოს ქვიანს... რაც ასე შორი მეგონა გუშინ, ახლო ყოფილა! - დღეს მივხვდი, გვიან... ყველა გოდება ამაოდ იქცა: რომ გეძებდი, გხმობდი, გკარგავდ - გთმოობდი... არადა გულში მქონია ის ცა და ურმე ჩემში შენ პირმშოობდი... 2006 წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი