ჯვარი და ჯვარცმული
ჯვარი სიკვდილს, ჯვარი ტანჯვას იტევს და აღდგომას მაცხოვრისას, მადლიანს.. გოლგოთაზე იჯვარცმება ქრისტე... ათასები უმაცხოვროდ დადიან (!)... ჯვარო, თავით აღმართულხარ ცისკენ და მიწაში ჩაგიყვია ტერფი, როგორც კაცთა აღმაფრენა ღვთისკენ, ვით წყალობა უზენაეს მეფის. ჰორიზონტებს ეფერები მხრებით - კაცთა შორის სიყვარულის სახედ.- ორი ხაზის, ორი მცნების მკრეფი... ათი მცნებაც შეგიკვრია, ნახე! თუ პირველ ოთხში უფლის ტრფობაა, სხვა დანარჩენში - მხოლოდ კაცისა. მხრები ჯვარისა კაცთა ძმობაა, ბოლო და თავი - ღმერთ- მოყვასისა. ჯვარო, ქრისტე ხარ, ქრისტევ, ჯვარი ხარ, კაცთან და ღმერთთან ხიდად ნადები, მიწა-ცას შორის ღია კარი ხარ, ჯვარცმის შემდეგაც რომ გედარდებით... ჯვარო, სიკვდილს, ჯვარო, ტანჯვას იტევ და აღდგომას მაცხოვრისას, მადლიანს... გოლგოთაზე იჯვარცმება ქრისტე... ათასები კი უღმერთოდ დადიან (!) ... 2006 წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი